პორტუგალიამ საფრანგეთთან პენალტებში წააგო და ევრო 2024-ს გამოეთიშა. ნახევარფინალში ფრანგები ესპანელებს შეხვდებიან, პორტუგალიელები და მათი ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ კი შინ გაემგზავრნენ.
პორტუგალიისა და საფრანგეთის შეხვედრაში იყო ეპიზოდი, როდესაც „ლურჯების” კარში ჯარიმა დაინიშნა და… სწორად მაშინ წააგო ცნობილმა ინგლისელმა ვარსკვლავმა და ტელეჟურნალისტმა გარი ლინეკერმა ნიძლავი. ლინეკერი და მისი ოპერატორი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჯარიმას რონალდუ დაარტყამდა, რიო ფერდინანდმა კი უთხრა: „არა, ამჯერად ბრუნო (ფერნანდეში) დაარტყამს”.
ლინეკერი და ფერდინანდი ერთ დიდ ბოთლ ძვირფას იტალიურ ღვინოზე, ტოსკანურ „სასიკაიაზე” დანიძლავდნენ.
ფერდინანდი: „საიდან მომივიდა თავში აზრად, რომ ჯარიმას ბრუნო დაარტყამდა? საიდან და თამაშის წინ რონალდუმ მითხრა, რომ ასე მოხდებოდა. ასე რომ ახლა გარის ერთი „სასიკაია” მართებს ჩემი”.
ფერდინანდსა და რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედში” ერთად ჩემპიონთა ლიგა და პრემიერლიგის ჩემპიონის სამი ტიტული აქვს მოგებული.
ცნობისთვის: ნაკრების შემადგენლობაში ბოლო 60 საჯარიმო დარტყმიდან კრიშტიანუმ მხოლოდ ერთი გაიტანა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 07:41ურუგვაიმ აშშ-ში ჩაფრენაზე იწვალა
აქეთურ-იქითური14/06/2026 | 11:29ინფანტინომ იღლაბუცა
