იამალმა რონალდუ გაიმეორა

Home აქეთურ-იქითური იამალმა რონალდუ გაიმეორა
იამალმა რონალდუ გაიმეორა

თავდამსხმელი ლამინ იამალი პირველი მოზარდია, რომელმაც რამდენიმე საგოლე გადაცემა შეასრულა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე, პორტუგალიელი ფორვარდის კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ იამალ საგოლე პასით გამოირჩა ტურნირის მერვედფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებთან (4:1). 16 წლის ფორვარდი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ევროფლეი-ოფის ისტორიაში, რომელმაც საგოლე გადაცემა გააკეთა.

ევროპის 2024 წლის მიმდინარე ჩემპიონატზე იამალმა მონაწილეობა მიიღო ოთხ მატჩში, რომელშიც ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ტურნირის მეოთხედფინალში ესპანეთის ნაკრები გერმანიის ნაკრებს შეხვდება.

იამალი: "დავალებას ინტერნეტით ვასრულებ და იმედია, მასწავლებელი არ მომკვეთს"

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.