27-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს კალათბურთელ ქალთა ეროვნული გუნდი საერთაშორისო ასპარეზზეა. ნუგზარ ჭეიშვილის ხელმძღვანელობით ნაკრები კვლავ შეიქმნა და მონაწილეობა ევროპის რანგით ყველაზე დაბალ ტურნირში – პატარა ქვეყნების ევროპის ჩემპიონატში მიიღო.
ტურნირში მონაწილეობას იღებდა ევროპის რვა ქვეყნის ნაკრები – კოსოვო, საქართველო, კვიპროსი, მალტა (ა ჯგუფი), სომხეთი, ნორვეგია, ანდორა, ალბანეთი (ბ ჯგუფი). საქართველომ ყველა მატჩში წააგო: ჩვენი პირველი მეტოქე კვიპროსი გახლდათ, რომელსაც ქართველებმა პირველი ნახევარი 5 ქულით – 39:34 მოუგეს. მესამე პერიოდმა კვიპროსელთა დიდი უპირატესობით და 35:8 იმარჯვა, ხოლო მეოთხეში ლიდერობა კიდევ 10 ქულით გაიმყარა და საბოლოოდ 89:57 მოიგო.
მეორე ტურში საქართველოს მეტოქე მალტა გახლდათ. ქართველებმა დასაწყისში ისევ იძალეს. ჭეიშვილის გუნდმა პირველი პერიოდი 23:14 მოიგო, მაგრამ ლიდერობა ვერ შეინარჩუნა და უკვე მეორე პერიოდში ჩამორჩა. ყველა მომდევნო მეოთხედი მალტელებმა მოიგეს. საბოლოოდ – 68:88 წავაგეთ. ჯგუფური ეტაპის, ბოლო, მესამე მატჩი ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა კოსოვოს წინააღმდეგ გამართა. მასპინძლებმა, რომლებიც ადგილობრივ კედლებში თამაშობდნენ და გამოცდილი კალათბურთელებით არიან დაკომპლექტებულნი თამაში იოლად, 92:58 გაიმარჯვეს. ჩემპიონატის სტრუქტური თანახმად ნაკრები ასპარეზობა მე-5 მე-8 ადგილებისთვის გააგრძელა, მაგრამ ჯერ სომხეთთან (წააგო 58:81), შემდეგ კი ანდორასთან (49:80) და ტურნირი ბოლო ადგილით დაასრულა.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
