ჩრდილო მაკედონიელი მეკარე სტოლე დიმიტრიევსკი, რომელმაც გუშინწინ საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქესთან (როგორც ევრო 2024-ზე ასევე ერთა ლიგაში) ჩეხეთთან ითამაშა, გუშინ უკვე ესპანეთში იყო, სადაც „ვალენსიასთან” კონტრაქტს უნდა მოაწეროს ხელი. 30 წლის გოლკიპერს, რომელიც ადრე „ხიმნასტიკში” ოთარ კაკაბაძის თანაგუნდელი იყო, ამჯერად „რაიო ვალეკანოსთან” ამოეწურა კონტრაქტის ვადა და თავისუფალი აგენტი გახდა.
„ვალენსიამ” არ დააყოვნა და დიმიტრიევსკი აიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბიდან გიორგი მამარდაშვილის წასვლა გადაწყვეტილი ამბავია. დიმიტრიევსკის „მესტალიაზე” სათადარიგო მეკარედ არ და ვერ მიიწვევდნენ.
„ძალიან ბედნიერი ვარ. ყველაზე მეტად „მესტალიამ” მომაჯადოვა”, — თქვა დიმიტრიევსკიმ ვალენსიაში ჩასვლისთანავე.
ოფიციალურად გიორგი მამარდაშვილის შეძენის სურვილი ჯერ არავის გამოუთქვამს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
