ამ დღეებში „ნაპოლის” ყოფილმა მწვრთნელმა, ამჟამად იტალიის ნაკრების თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ შარშანდელი ამბების გახსენება დაიწყო. მისმა ნათქვამმა ნეაპოლელ გულშემატკივარს განუმტკიცა მოსაზრება, რომ ჯერ კიდევ არის რაღაც, რაც გუნდში მოხდა, მაგრამ ხალხმა არ იცის. სპალეტიმ თქვა:
„ვშიშობდით თუ არა „ნაპოლიში”, რომ წარმატებას ვეღარ გავიმეორებდით? არა. ჩვენ ყველაფერი გვქონდა საიმისოდ, რომ კიდევ გაგვემარჯვა, მაგრამ არის რაღაცები რაც არ თქმულა. მე ყველა მიყვარს, ყველას ყველაფერი ვაპატიე, მაგრამ დავიწყებით არ დამვიწყებია. ახლა არ მოვყვები რატომ დავტოვე „ნაპოლი”, მაგრამ გარწმუნებთ, ეს იმის გამო არ მომხდარა, რომ მომდევნო სეზონის და წარუმატებლობის შემეშინდა.
„ნაპოლიში” მაღალი ხარისხის რელაციონალურობა (ურთიერთობებისთვის გახსნილობა) გვქონდა. სკუდეტო რომ მოვიგეთ ეს ჩემი დამსახურება არ იყო, ეს იყო დიდი ვნების მქონე ქალაქის დამსახურება. ასეთი წარმატების ნეაპოლში მიღწევა სხვა რამ არის. მხოლოდ გამარჯვების მერე მივხვდი, რომ თავად წარმატებაზე მნიშვნელოვანი მისკენ სავალი გზა იყო და კიდევ ის, რომ ჩვენ ქალაქს ვალი დავუბრუნეთ. თასები არ მახსოვს. მე მახსოვს ბედნიერი ხალხის სახეები. ვიმეორებ, ჩემ გამო არ მოგვიგია. ჩვენი გამარჯვება უზარმაზარი ვნების მქონე ქალაქის დამსახურება იყო”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
