რატომ მხოლოდ 14 თვე?

Home აქეთურ-იქითური რატომ მხოლოდ 14 თვე?
რატომ მხოლოდ 14 თვე?

მადრიდის „რეალის“ მწვრთნელმა და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ უპასუხა კითხვას, თუ რატომ დატოვა გერმანული კლუბი მისვლიდან 14 თვის შემდეგ.

„ეს ძველი ამბავია. მწვრთნელებმა ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ, ჩვენ მხარს ვუჭერთ გარკვეულ იდეას… და კლუბის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხვაგვარად საქმე არ გამოვა. ამიტომ, როცა ასე არ ხდება, ჯობს დაშორდეთ. ასე მოხდა იქ. მაგრამ მეტი არაფერი. ჰიონესთან და რუმენიგესთან ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს… ყველასთან. ეს ყველაფერი სამუშაოს ნაწილია. როცა კლუბის მხარდაჭერა არ გაქვს, ჯობს წახვიდე და თავიდან აირიდო პრობლემები“, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს AS.

64 წლის ანჩელოტი „ბაიერნს“ 2016 წლის ივლისიდან 2017 წლის სექტემბრამდე ხელმძღვანელობდა. მიუნხენური გუნდის სათავეში სპეციალისტი გერმანიის ჩემპიონი გახდა და ორჯერ მოიგო ქვეყნის სუპერთასი.

Bayern's Ancelotti promises to continue Guardiola's process

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.