„ნაპოლის” კაპიტნის ჯოვანი დი ლორენცოს შეძენა „ინტერსაც” მოუნდა. ეს ცნობა იტალიურმა რადიომ Kiss Kiss Napoli -მ გაავრცელა, რომელმაც თქვა, რომ „ნერაძური” ნეაპოლელთა მარჯვენა მცველის გადაბირებას ყველა ხერხით შეეცდება. ამ ინფორმაციამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ დი ლორენცოს ყიდვით ინგლისის პრემიერლიგაში არიან დაინტერესებულნი. კერძოდ, ინგლისური კლუბებიდან „ასტონ ვილამ” და „მანჩესტერ იუნაიტედმა” გამოთქვეს მისი ყიდვის სურვილი.
იტალიური პრესა წერს, რომ მართალია დი ლორენცომ გასულ ზაფხულს „ნაპოლისთან” 2028 წლამდე გააფორმა კონტრაქტი, მაგრამ მისი მომავალი მაინც ბუნდოვანია. ნეაპოლური გაზეთი „ილ მატინო” წერს, რომ იტალიის ნაკრების ფეხბურთელი, რომელიც აგვისტოში 31 წლისა გახდება, სეზონის ბოლოს „მარადონადან” წასვლას აპირებს. „ილ მატინოს” აზრით, „აძურის” მეპატრონე აურელიო დე ლაურენტისი დი ლორენცოს წასვლას ხელს არ შეუშლის, რადგან გუნდში მისი ძალად დატოვება უკმაყოფილო მოთამაშეების მომრავლების ტოლფასი იქნება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
