კონტრაქტის განახლებამდე ორი საკითხია დარჩენილი

Home კატეგორიის გარეშე კონტრაქტის განახლებამდე ორი საკითხია დარჩენილი
კონტრაქტის განახლებამდე ორი საკითხია დარჩენილი

Khvicha Kvaratskhelia of Georgia is fouled by Lazaros Rota of Greece during the UEFA EURO 2024 Play-Offs final match between Georgia and Greece at...დღეს ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისა”და „ატალანტას” შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რაც „აძურის” გულშემატკივართათვის დიდი დარტყმაა — მატჩს ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. სამაგიეროდ, calciomercato-მ დაწერა, რომ კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა და კვარაცხელიას მხარემ კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს. ახლა ნეაპოლელ ტიფოზებს შეუძლიათ გული საგულეს ჰქონდეთ — ქართველი გარემარბი „მარადონაზე” დარჩება და მომავლის გუნდის მშენებლობაში ქვაკუთხედის როლს შეასრულებს. საიტი წერს, რომ თვეების განმავლობაში მხარეები ერთმანეთს მინიშნებებით ელაპარაკებოდნენ  რომელთა ნაწილი პრესაში ქვეყნდებოდა, მაგრამ ახლა ხელშეკრულების გაფორმების რეალური წინაპირობა არსებობს.

calciomercato-ს თქმით ამიერიდან „ნაპოლის” თავი ქუდში აქვს, რადგან კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს ერთად არ დაკარგავს. ის, რომ ნიგერიელი გუნდიდან წავა უკვე გადაწყვეტილი ჩანს და სწორედ ამიტომ იყო საჭირო ქართველისთვის ხელფასის მომატება. ბოლო ინფორმაციით კვარაცხელიას გასამრჯელო წელიწადში 1,5 მილიონი ევროდან 4,5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

და მაინც, საბოლოო შეთანხმებამდე ჯერ კიდევ ორი საკითხია მოსაგვარებელი. პირველი კონტრაქტის მოქმედების ვადებს ეხება. გარემარბის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2027 წლამდეა ძალაში, მისი განახლების ვარიანტი კი ორია: 2028 ან 2029 წლამდე.

მეორე საკითხი გამოსასყიდ თანხას ეხება, რადგან დე ლაურენტისს არ უნდა მოულოდნელად გამოჩნდეს ესა თუ ის მდიდარი კლუბი და ფეხბურთელი წაართვას. „ნაპოლის” მფლობელი ცდილობს კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად რაც შეიძლება დიდი  რიცხვი ჩაწეროს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.