ვერ გეტყვით, რამ შეცვალა ასე უცებ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, მაგრამ სამარცხვინო შედეგით კი დაასრულა მინსკის ტურნირი. 1:8 სლოვაკეთთან!

ტურნირზე 12 ნაკრები მონაწილეობდა, საქართველოს აქამდე ოთხი მატჩი ჰქონდა გამართული და აქედან, სამი მოიგო. დაამარცხა ყაზახეთი, მოლდოვა და ბელგიაც, ხოლო წააგო უკრაინასთან. ტურნირზე გავიდა მე-5 ადგილზე.

თუმც რაც ბოლო დღეს მოხდა, ნორმალურ საფეხბურთო ამბებში არ წერია. სამარცხვინო იყო დაცვის ცენტრი, სადაც ერთი სლოვაკი ზოგჯერ სამ ჩვენებურს ჩაუქროლებდა ხოლმე.

დაცვის ცენტრი განსაკუთრებით ჩავარდა და ნახევარმცველებიც ვერ თამაშობდნენ. საერთოდ, შთაბეჭდილება გვრჩება, რომ გიორგი ნემსაძის ნაკრები მხოლოდ თავდამსხმელების იმედზეა – გიორგი გულიაშვილი, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია.

ერთი წუთითაც არ ვუსვამთ ხაზს წინა მატჩში გამარჯვებებს, მაგრამ ისე ნუ იქნება საქმე, რომ რამდენჯერაც კარგ გუნდს შევხვდებით, იმდენჯერ ასე შევრცხვეთ და შევეგუოთ.

სლოვაკებიდან ოთხი გოლი ასეთი გვარის ბიჭმა გაგვიტანა: სტრელეცი. რუსულად მშვილდსოსანს ნიშნავს და სლოვაკურისა რა გითხრათ.

საქართველო ასეთი სასტარტო შემადგენლობით იყო: ხარშილაძე (კუტალაძე 41), კაპანაძე, ბაქრაძე (ჩიხრაძე 31), კალანდაძე, კალანდაძე, ჭავჭანიძე (დეკანოსიძე 41), გელაშვილი, მექვაბიშვილი, შალიკაშვილი (შვარცი 55), კვარაცხელია, დავითაშვილი (გაგუა 71), გულიაშვილი

გოლები: 1:0 სტრელეცი (10), 2:0 სტრელეცი (23), 3:0 ბეგალა (27), დოპატერი (28), 4:1 გულიაშვილი (36), 5:1 სტრელეცი (40), 6:1 სტრელეცი (43 პენ), 7:1 ბეკო (51), 8:1 გემბიკი (75)