აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.რა გადახდა მსოფლიო ჩემპიონს, იოსებ კობერიძეს, რომელსაც არაერთი ჩემპიონი აღუზრდია?! (მათ შორის M-1 ვერსიით ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონიც, აწ განსვენებული გურამ გუგენიშვილი).

ყველასთვის ცნობილი იოსებ კობერიძე, რომელიც ორთაბრძოლების ფედერაციის პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი გახლავთ, ვაკის სავარჯიშო დარბაზში დიდი ხანი ავარჯიშებდა მებრძოლებს და მეტიც, წლების წინ, როცა მსოფლიოში იხვეჭდა სახელს, თავადაც ამ დარბაზში ღვრიდა ოფლს. ის შავი ქამრის პირველი დანის მფლობელი გახლავთ კიოკუშინკაი კარატეში, ხოლო მეხუთე დანის მფლობელი საბრძოლო სამჭიდში სახელად შიდოკანი: კარატე-კიკბოქსინგი-MMA.

ჰოდა, სპორტული დარბაზი, სადაც იოსებ კობერიძე ახალ ჩემპიონებს ზრდიდა, ჩამოსულმა რუსებმა (რომლებიც თავს თავიდან უკრაინელებად ასაღებდნენ) რამდენიმეწლინი იჯარით აიღეს. დარბაზის ახალი მეპატრონეები მსოფლიო ჩემპიონს სამომავლო გეგმებს ულაგებდნენ და უკეთეს პირობებს ჰპირდებოდნენ. ხოლო სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რომელიც წელიწადნახევარი გაგრძელდა, მათ გადაწყვეტილება შეიცვალეს და იოსებ კობერიძე დარბაზს გარეთ დატოვეს… ახლა იოსები „ქუჩაში“ დარჩა, თან უმუშევარი… მაგრამ ფარ-ხმალს არ ყრის და ემზადება ახალი საბრძოლო ტვ-პროექტისთვის.

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.