14 წლის შემდეგ…

Home კატეგორიის გარეშე 14 წლის შემდეგ…
14 წლის შემდეგ…

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში „არსენალსა“ და „პორტუს“ შორის, ძირითად დროში ლონდონურმა კლუბმა მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამიდან გამომდინარე (1:1) შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა, რომელშიც გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს. პენალტების სერიაში კი „არსენალის“ ფეხბურთელები უფრო ზუსტნი აღმოჩნდნენ – 4:2.

ამრიგად, „არსენალი“ 2010 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. მაშინ ამ ეტაპზე ლონდონური კლუბი „ბარსელონას“ შეხვდა და  ჯამში 3:6 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „არსენალმა“ B  ჯგუფში ოთხი გამარჯვება მოიპოვა, ერთი მატჩი ფრედ დაასრულა და ერთხელ დამარცხდა.

Arsenal vs Porto - Champions League LIVE RESULT: David Raya the hero as  Gunners reach the quarter finals after penalties | The Sun

ავტორის პროფილი

სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.