თურქეთის სუპერლიგაში „ტრაბზონსფორთან“ 1:5 წაგების შემდეგ შოთა არველაძემ „ქაგუმრუქის მწვრთნელის პოსტი დატოვა:
„თურქეთში მუშაობა ყოველთვის რთულია. „ტრაბზონთან“ გასვლითი შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ და თამაში თავდაჯერებულად დავიწყეთ, მაგრამ მოედანზე ყველაფერი ცუდად გამოგვივიდა. ეს შემადგენლობა ასე სუსტად არ უნდა თამაშობდეს – მოთამაშეებს შეეძლოთ მეტი თავდადებით ბრძოლა, რაც, სამწუხაროდ, ვერ ვიხილეთ.
„ქარაგუმრუქი“ ძალიან მიყვარს, მაგრამ ვტოვებ პოსტს. ვითარების შესაცვლელად გუნდში სხვა ატმოსფერო უნდა იყოს. ვწუხვარ, რომ ჩანაფიქრი ვერ განვახორციელე. ასეთ წაგებას არ ველოდი, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე და ამით კლუბის მიმართ პატივისცემა გამოვხატე“, – განაცხადა შოთა არველაძემ.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
