
„ნაპოლის” მეპატრონემ აურელიო დე ლაურენტისმა „სქაი სპორტთან” ინტერვიუში „დიეგო მარადონას” სახელობის სტადიონის რეკონსტრუქციასა და მის პრობლემებზე ილაპარაკა. მოგეხსენებათ, ნეაპოლში ახალი სტადიონის აგების თემა ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა.
„გულწრფელად მინდოდა „მარადონას” რეკონსტრუქცია. საკითხის შესასწავლად მივმართე კიდეც „ძავანელა სტუდიოს”. ისინი ჩვენს იდეას ერთი თვის განმავლობაში სწავლობდნენ, ბოლოს კი დაასკვნეს, რომ „მარადონას” რეკონსტრუქციის ერთადერთი ვარიანტი ახალი სტადიონის ახლანდელი ნაგებობის შიგნით აშენება იქნებოდა. სამწუხაროდ, ტრიბუნები მოედნიდან ძალიან შორს არის, ამიტომ ახალი ტრიბუნები ძველის შიგნით უნდა აიგოს და ეს სამ წელიწადს წაიღებს. სხვა სიტყვებით, მშენებლობა უსაფრთხოების მიზნით გაიწელება და ამ ხნის განმავლობაში გუნდს სხვაგან მოუწევს თამაში. ამიტომაც, მე გადავწყვიტე ავაგოთ ახალი, თანამედროვე სტადიონი და აქ, ჩვენი აზრები იმ ხალხის აზრებთან გადაიკვეთა, რომლებიც ახალი სტადიონისთვის ნეაპოლის უბან ბანიოლის გვთავაზობენ (ფუორიგროტადან, სადაც „მარადონას” სტადიონი მდებარეობს, დაახლოებით 3,5 კილომეტრში). იქ შეიძლება მოეწყოს დიდი სპორტული ცენტრი, რომელიც გააერთიანებს 12 მოედანს და სადაც ღარიბთათვის სოციალური სერვისები ამოქმედდება.
თუ მშენებლობას ბანიოლიში შევუდგებით, იმის გათვალისწინებით, რომ ტერიტორიის გაწმენდა-შემზადება ოქტომბერში დავიწყეთ და მას წელიწადნახევარი კიდევ დასჭირდება, შესაძლებელი იქნება ახალმა სტადიონმა 2032 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლოს. გასაკვირი არ არის, რომ ამ იდეას ყველა ეთანხმება, რადგან ბანიოლი დიდი ტერიტორიაა, რომელმაც დროა ფუნქცია შეიძინოს. თუკი აქ სტადიონი აიგება, სათამაშოდ მარტო „ნაპოლი” კი არ მოვა, მთელს ქალაქში აქცენტები შეიცვლება”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
