
მარკუს რეშფორდის კარიერა ინგლისის ნაკრებსა და „მანჩესტერ იუნაიტედში” კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. გაჩნდა ეჭვი, რომ ფეხბურთელი კალაპოტიდან ამოვარდა. გუშინ დილით თავდამსხმელს მანკუნიანელთა მწვრთნელთან ერიკ ტენ ჰაგთან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა. შეხვედრას მისი აგენტი დუეინ მეინარდიც ესწრებოდა.
ურთიერთობა მას მერე გართულდა, რაც რეშფორდმა პარასკევს ავადმყოფობის მიზეზით ვარჯიში გააცდინა, მერე კი გაირკვა, რომ მთელი ღამე ბელფასტში იყო და ილხენდა. დღეს საქმე ასეა: ხუთშაბათს მან შეიძლება „ვულვზთან” ითამაშოს, მაგრამ ორი კვირის ხელფასი ანუ დაახლოებით 650 000 გირვანქა დაექვითება.
„მანჩესტერ იუნაიტედმა” ოფიციალური განცხადება გაავრცელა: „მარკუსმა თავის საქციელზე პასუხისმგებლობა აიღო. კლუბმა საკითხი განიხილა როგორც შიდა დისციპლინარული დარღვევა, მაგრამ საქმე ამ ეტაპზე საჯარო არ არის”.
„სანი” წერს, რომ „ოლდ ტრეფორდზე” 26 წლის ფეხბურთელის ცხოვრების წესს უკვე ეჭვის თვალით უყურებენ. „იუნაიტედში” ეს თემა გასაიდუმლოებული აღარ არის. გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, რომელმაც თანაგუნდელთა შორის ყველაზე მეტი, 30 გოლი გაიტანა, ცუდ ფორმაშია და დათრგუნულია. ტენ ჰაგმა თქვა, რომ კვირას „ნიუპორტთან” სათასო შეხვედრაში (4:2) ის დასჯილი იყო და ამიტომ არ ითამაშა.
„მან შემოგვითვალა, რომ ავად იყო, დანარჩენი კი კლუბის შიდა საქმეა. პრობლემას თავად გავართმევთ თავს”, — თქვა მწვრთნელმა.
მდგომარეობით ძალიან დაინტერესებულია ინგლისის ნაკრები, რომელიც ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება და სურს რეშფორდი კარგ ფორმაში ჰყავდეს.
რეშფორდისთვის დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემა მიმდინარე სეზონში პირველი არ არის. ის მანჩესტერელია, „იუნაიტედის” სკოლაში 7 წლის ასაკიდან დადის, 17 წლიდან კი დიდ გუნდში თამაშობს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 11:52This Is Anfield: მამარდაშვილის სეზონმა პასუხზე მეტი კითხვა დატოვა
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 08:29ნიუ იორკის მერი: სპორტი ფუფუნების საგნად არ უნდა იქცეს!
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 09:59ტუხელი ხალხს დაასვენებს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 08:50რა უნდა პსჟ-ს სანამ ხალხი მუნდიალს უყურებს?
