გაფრინდაშვილის არკა

Home კატეგორიის გარეშე გაფრინდაშვილის არკა
გაფრინდაშვილის არკა

„ბათუმის“ ყოფილმა ფეხბურთელმა თორნიკე გაფრინდაშვილმა პოლონეთში გუნდი შეიცვალა – იგი ექსტრაკლასას „ზაგლებიედან“ კარიერას რანგით მეორე ლიგის გდინიას „არკაში“ გააგრძელებს.

„არკა“ პოლონეთის ჩემპიონატის პირველ დივიზიონში ლიდერთა შორისაა და ექსტრაკლასში დაბრუნებისთვის იბრძვის. გაფრინდაშვილი ახალ კუბში ექვსი თვე იჯარით ითამაშებს, ივნისში კი „ზაგლებიში“ დაბრუნდება.

ამ გუნდის მაისურით გაფრინდაშვილმა სულ 30 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი ხუთ შეხვედრაში ერთხელ გამოიჩინა თავი.

„არკაში“ გაფრინდაშვილთან ერთად 30 წლის უკრაინელი მცველი ოლექსანდრ აზაცკი ითამაშებს – ისინი „ბათუმშიც“ ერთად იყვნენ.

პოლონეთის I დივიზიონი 16 თებერვალს განახლდება. „არკა“ პირველ მატჩს 17 თებერვალს აუტსაიდერ „პოლონიას“ წინააღმდეგ გამართავს.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...