პეპ გვარდიოლა ამბობს, რომ „ფლუმინენსეს” 4:0 დამარცხებით და კლუბთა მსოფლიო თასის მოგებით „მანჩესტერ სიტიმ” ეპოქა დაასრულა. მატჩის შემდეგომ პრეს-კონფერენციაზე მან საგანგებო მადლობა გადაუხადა იმ ფეხბურთელებსა და კლუბის თანამშრომლებს, რომელთაც შვიდნახევარი წლის განმავლობაში „ქალაქელების” მწვერვალზე აყვანაში დიდი როლი ითამაშეს.
დღეს „მანჩესტერ სიტის” მოგებული აქვს ყველა ჯილდო, რომლის მოგებაც გვარდიოლას ხელმძღვანელობით შეეძლო. მათგან ხუთი ტიტული გუნდმა 2023 წელს მოიპოვა.
„ჩვენ გვქონდა შეგრძნება, რომ თავის წერას ვასრულებდით. ყველაფერი მოვიგეთ, აღარაფერი დაგვრჩა. ახლა ვფიქრობ, რომ სამუშაო შესრულებულია. ენცო მარესკა ტრებლის მოგებაში დაგვეხმარა, ჩემს ასისტეტნთა შორის იყო მიკელ არტეტა და გვყავდა ბევრი ფეხბურთელი, რომელთაც წარმატებაში პირველი დღიდან წვლილი შეიტანეს. მინდა ვახსენო კაპიტნები ვინსენტ კომპანით დაწყებული კაილი უოქერით დამთავრებული. ახლა შობის დღესასწაულია და დადგა დრო ვიყიდოთ ახალი წიგნი, რომელშიც თავიდან დავიწყებთ ამბის თხრობას.
ძნელად დასაჯერებელია რაც ხდება. დღეს ჩვენ თვითმფრინავში ვიზეიმებთ, ხვალ დავისვენებთ, შემდეგ კი ახალი ისტორიების შექმნას შევუდგებით. ფეხბურთელებს გამარჯვებები კვლავ სწყურიათ. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა კლუბში მოთამაშე ბევრ ადამიანს. მართლაც მშვენიერი დღეა. მანჩესტერში რომ ჩავდიოდი ვერც წარმოვიდგენდი, რომ ამას მივაღწევდი და კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს მოვიპოვებდით”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი29/07/2026 | 07:37რას აპირებს ზიზუ?
აქეთურ-იქითური28/07/2026 | 07:35163 მილიონი ბარკოლასთვის
მთავარი ამბავი28/07/2026 | 07:10ფეხბურთის ახალ წესს პრემიერლიგა დატესტავს
აქეთურ-იქითური27/07/2026 | 08:27არსენალს ვინისიუსი მონდომებია
