სამხელისუფლებიანობა

Home კატეგორიის გარეშე სამხელისუფლებიანობა
სამხელისუფლებიანობა

ვეიკ ან ზეში მიმდინარე Tata Steel Chess სუპერტურნირზე, მერვე ტურის შემდეგ ცხრილის თავში სამხელისუფლებიანობა დამყარდა. ბოლო ტურამდე შეჯიბრს ერთპიროვნულად აზერბაიჯანელი შაჰრიარ მამედიაროვი ლიდერობდა, თუმც ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე ინდუს ანიშ გირისთან დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონი მაგნუს კარლსენთან და იმავე გირისთან ერთად 5,5 ქულით პირველობს. კარლსენმა მერვე ტურში ინგლისელ გავეინ ჯონსს მოუგო.
იგი თავიდანვე ფავორიტად იყო მიჩნეული, თუმც დასაწყიში შესაფერისი თამაში ვერ უჩვენა და მთელი 7 ტური მდევრის როლში იყო. მიუხედავად ამისა, ბუკმეიკერებს ჩემპიონის იმედი არ დაუკარგავთ და ბოლო ორ ტურში მაგნუსმაც გაცემული ავანსები (დაბალი კუშები), როგორც იქნა გაამართლა. ნორვეგიელს აშკარად სიჩქარის აკრეფაც ეტყობა, ვინძლო ტურნირი სულაც მოიგოს, მაგრამ წინ კიდევ ხუთი ტურია – დაველოდოთ…

სატურნირო მდგომარეობა 8 ტურის შემდეგ:
1. მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) – 5,5 ქულა
2. ანიშ გირი (ჰოლანდია) – 5,5
3. შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) – 5,5
4. უესლი სო (აშშ) – 5
5. ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი) – 5
6. სერგეი კარიაკინი (რუსეთი) – 4,5
7. ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი) – 4,5
8. პიოტრ სვიდლერი (რუსეთი) – 4
9. მაქსიმ მატლაკოვი (რუსეთი) – 4
10. გავეინ ჯონსი (ინგლისი) – 3,5
11. ვეი ი (ჩინეთი) – 3
12. ფაბიანო კარუანა (აშშ) – 3
13. ბაშკარან ადიბან (ინდოეთი) – 2
14. ჰოუ იფანი (ჩინეთი) – 1

ავტორის პროფილი

ლაშა გეგეჭკორი
კაცი ჭადრაკსა და გრაფიკულ დიზაინზე შეყვარებული... წერილთქმნის შუალედებში "სარბიელელთა" პატარა, მყუდრო კომპანიებში რედაქტორისგან უჩუმრად კათხა (ბოთლა, ჭიქა...) ლუდის გადამკრავი... ასეთ ადამიანს მეტსახელად 90-იანების სამეგრელო - ზემო სვანეთის მთავარი პროკურორის სახელი რატომ უნდა დაანათლო - ეს მხოლოდ "სარბიელმა" იცის.