მსოფლიოს ჩემპიონი, ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი ვეიკ ან ზეში, Tata Steel Chess სუპერტურნირის გამარჯვებული გახდა. კლასიკური დროის კონტროლით 13 ტურის გათამაშების შემდეგ პირველ ადგილზე 9-9 ქულით ნორვეგიელი და ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე ინდოელი ანიშ გირი გავიდნენ. გამარჯვებულის გამოსავლენად ტაი-ბრეიკი დაინიშნა და იქ ფავორიტად მაგნუსი იყო მიჩნეული, რომელიც სწრაფ ჭადრაკშიც საუკეთესოა დედამიწის ზურგზე. პირველ სწრაფ პარტიაში კარლსენს თეთრები...
ჭდე: ვიიკ-აან-ზეეს სუპერტურნირი
სამხელისუფლებიანობა
ვეიკ ან ზეში მიმდინარე Tata Steel Chess სუპერტურნირზე, მერვე ტურის შემდეგ ცხრილის თავში სამხელისუფლებიანობა დამყარდა. ბოლო ტურამდე შეჯიბრს ერთპიროვნულად აზერბაიჯანელი შაჰრიარ მამედიაროვი ლიდერობდა, თუმც ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე ინდუს ანიშ გირისთან დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონი მაგნუს კარლსენთან და იმავე გირისთან ერთად 5,5 ქულით პირველობს. კარლსენმა მერვე ტურში ინგლისელ გავეინ ჯონსს მოუგო. იგი თავიდანვე ფავორიტად იყო მიჩნეული,...
სიძე, შე ძველო!
ჰოლანდიურ ვეიკ-ან-ზეში წლის პირველი სუპერტურნირი მიმდინარეობს. იგი 1938 წლიდან უწყვეტად ტარდება, ანუ წელს 80 წლის იუბილეს იხდის. ტურნირს წლიდან წლამდე სახელი სპონსორთა როტაციის კვალად ეცვლება და წელს რახან Tata Steel Chess ეწოდება, გასაგებია, რომ ამჯერად იქაურ პარტიებს ინდური ფოლადის გიგანტი აფინანსებს. მოჭადრაკენი სამ ჯგუფად განაწილდნენ: 1658 მოყვარული ერთმანეთში რას მოიმოქმედებს, “სარბიელის” მკითხველს არ აინტერესებს, შუათანა,...

