
უცნაური და უხვგოლიანი გამოდგა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტური. ზოგმა საქმე უკვე მოგვარებულად ჩათვალა, ზოგი კი სამკვდრო-სასიცოცხლოდ იბძვის.
ჩემპიონის ვინაობა წინა ტურში გაირკვა – „ბათუმს“ ვეღარავინ დაეწევა. ასევე „დინამოს“ მეორე ადგილს ვერავინ შეეცილება.
მესამე საფეხურზე „ტორპედო“ დგას და ბოლო ტურში „ბათუმს“ სტუმრობს, თუ არ წააგებს მესამე, ანუ ევროადგილი გარანტირებული აქვს, რადგან თანაბარი ქულების შემთხვევაში უშუალო კონკრენტ „დილას“ დამატებითი მაჩვენებლრბით ჯობნის.
„თელავმა“ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოუგო „საბურთალოს“ (3:0) და მე-7 ადგილზე დადგა, თუმცა ფლეი აუტის ზონიდან ჯერ საბოლოოდ თავი არ დაუღწევია.
„სამტრედიამ“ კი ექვსქულიანი მატჩი წააგო „გაგრასთან“ და გასავარდნი ზონიდან ამოსვლის საბოლოო შანსი დაკარგა.
„შუქურამ“ ეროვნული ჩემპიონატების ყველა დროის ანტირეკორდი მოხსნა, ზედიზედ ორი 0:9… გასაგებია, რომ პრობლემები აქვთ, გასაგებია, რომ ფაქტობრივად დუბლშემადგენლობით თამაშობენ, მაგრამ მაინც…
დაბოლოს, 35-ე ტური მიმდინარე სეზონში ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა – 28 გოლი გავიდა. მანამდე ასეთად მე-14 ტური ითვლებოდა, როცა გუნდებმა ერთმანეთს 22 ბურთი გაუტანეს.
შესრულდა ორი დუბლი (გიორგი ფანცულაია, დავით იმედაძე) და ერთი ჰეთ-თრიქი (ნიკოლა ნინკოვიჩი) და ყველა ყველა ერთ მატჩში. ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ არის რომელ შეხვედრაში…
სამგურალი 1:0 დილა
1:0 ლომინაძე (28 პენ)
გაგრა 4:3 სამტრედია
0:1 მიშოვი (15 პენ), 0:2 თორნიკე ახვლედიანი (18), 1:2 მამაცაშვილი (21), 2:2 მონგა (33), 2:3 ხაიბულაევი (41), 3:3 ბურჯანაძე (62), 4:3 მუსელიანი (70 პენ)
თელავი 3:0 საბურთალო
1:0 ჯერალდო (10), 2:0 ბაშელეიშვილი (34), 3:0 აშორტია (72)
ტორპედო 9:0 შუქურა
1:0 ბუღრიძე (29), 2:0 ნინკოვიჩი (35), 3:0 არაბიძე (8), 4:0, 5:0 ნინკოვიჩი (63, 67), 6:0, 7:0 ფანცულაია (73, 78), 8:0, 9:0 იმედაძე (83, 90)
აბანდომ ვერ გაიტანა პენალტი (13)
დინამო 6:2 ბათუმი
0:1 ფლამარიონი (3), 1:1 ხვადაგიანი (8), 2:1 ბეგაშვილი (16 საკ. კაში), 3:1 მარუშიჩი (19), 4:1 ხარაიშვილი (22), 5:1 სხირტლაძე (34), 5:2 იაკობსენი (36), 6:2 კამარა (67)
[table id=42 /]
შუქურას დაკლებული აქვს 6 ქულა
მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი) – 17, ზორან მარუშიჩი (დინამო) – 16, უსმანე კამა რა (დინამო) – 14, ულად-ომარ იმრანი (დინამო/აპოელი ბეერ შევა ისრაელი), გიორგი არაბიძე (ტორპედო) – 13, პაატა ღუდუშაური, ვლადიმერ მამუჩაშვილი (ორივე – ბათუმი), შეიკნე სილა (საბურთალო) – 12
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:28ქეცბამ მეორედ წააგო
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:12კუკურელია რეალში
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
