მაშინ როდესაც „ნაპოლის” ახალი მწვრთნელი ვალტერ მაცარი დებიუტისთვის, კერძოდ „ატალანტასთან” მატჩისთვის ემზადება, ხოლო სამედიცინო პერსონალი ყველა ღონეს ხმარობს რათა ვიქორ ოსიმენი და ანიგინიანი პიოტრ ჟელინსკი გამოაჯანმრთელის, „პარტინოპეელთა” ბანაკიდან უცნაური ცნობა მოვიდა: კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მენისკის ოპერაცია გაიკეთა.
„ნაპოლის” ოფიციალურ განცხადებაში წერია: „პრეზიდენტმა რომში ვილა სტიუარტის კლინიკაში მარჯვენა მუხლზე მენისკის ოპერაცია გაიკეთა. დე ლაურენტისი კლინიკაში 4 საათზე შევიდა და 8 საათზე გამოწერეს. ყველაფერმა ჩინებულად ჩაიარა. ქირურგი იყო პროფესორი პიერპაოლო მარიანი”.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/07/2026 | 09:25ეგვიპტელები ვერ მშვიდდებიან
მთავარი ამბავი13/07/2026 | 08:20მესი არასდროს შეხვედრია ინგლისს
მთავარი ამბავი12/07/2026 | 12:31სკალონი: კიდევ ერთხელ გაგვიმართლა
მთავარი ამბავი12/07/2026 | 11:08ტუხელი: მენტალიტეტი შეგიძლიათ ბოთლებში ჩამოასხათ და გაყიდოთ, მაგრამ…
