„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა კაზემირომ შესაძლოა გუნდი დატოვოს.
ბრაზილიელი ფეხბურთელით საუდის არაბეთის კლუბები დაინტერესდნენ. „მანჩესტერის“ ხელმძღვანელობა კი კაზემიროს ხელსაყრელი პირობებით გაყიდვით არის დაინტერესებული.
31 წლის კაზემირო „მანჩესტერს“ მადრიდის „რეალიდან“ 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა ყველა ტურნირზე 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ოთხი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.
ამ დროისთვის „მანჩესტერ იუნაიტედი“, ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებული 12 მატჩის შემდეგ, 21 ქულით მეექვსე ადგილზეა.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:28ქეცბამ მეორედ წააგო
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:12კუკურელია რეალში
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
