ხშირად უთქვამთ, რომ მთავარი გამარჯვებაა. „ნაპოლი” წლეულს შარშანდელივით გამანადგურებელი გუნდი არ არის. ის კი არა, მწვრთნელი რუდი გარსია მუდამ სამსახურიდან გაშვების რისკის ქვეშაა, მაგრამ როგორც spazionapoli წერს, გუნდს ყველა კომპონენტში ცუდად როდი აქვს საქმე. ზოგადი სურათი ასეთია: „პარტენოპეელები” სერია A-ს ოთხეულში არიან, ჩემპიონთა ლიგაში კი თუ სასწაული არ მოხდა ფლეი ოფის ეტაპზე მოხვდებიან. სხვა საქმეა, რომ გასულ სეზონში სკუდეტოს მოპოვებამ გულშემატკივარს დიდი მოლოდინები გაუჩინა.
საყოველთაო აზრით მიმდინარე სეზონში „ნაპოლი” უწინდელზე ცუდად იცავს თავს. ასახელებენ სხვა ხარვეზებსაც, მაგრამ შეტევაში გარსიას გუნდს სავიშვიშოდ ნამდვილად არ აქვს საქმე. Opta-მ დათვალა, რომ ევროპის ხუთ ტოპ 5 ლიგაში ერთ შეხვედრაში შესრულებული დარტყმების საშუალო რაოდენობით „ნაპოლის” მხოლოდ „ბაიერნი” უსწრებს. „ბაიერნი” კარის მიმართულებით მატჩში საშუალოდ 19,9-ჯერ არტყამს, „ნაპოლი” კი 18,6-ჯერ.
დარტყმების ჯამური რაოდენობით კი ყველას „რეალი” უსწრებს — 215. მეორე ადგილზე აქაც „ნაპოლია” — 204.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
მთავარი ამბავი06/08/2026 | 08:08ლუის ენრიკე მაინც კმაყოფილი დარჩა
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
