31 წლის ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ცუდი დროება გრძელდება. ერთ დროს საუკეთესო 20 ჩოგბურთელში მოტრიალე ბასილაშვილი ბერგამოს ჩელენჯერის ძირითად ბადეშიც ვერ გავიდა.
ჩვენებური კვალიფიკაციის გადამწყვეტ რაუნდში მსოფლიოს 234-ე ჩოგან ბილი ჰარისსთან 5:7, 1:6 დამარცხდა.
არადა, პირველ სეტში ბასილაშვილი მოგებასთან ახლოს იყო და სამმაგი სეტ-პოინტიც ჰქონდა, მაგრამ ვერც სეტი მოიგო და შემდეგ მატჩიც ზედ მიაყოლა.
შეგახსენებთ, პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ბასილაშვილმა ლიბანელ ჰადი ჰაბიბს 6:4, 6:1 სძლია.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
