ფიბა ევროპის თასის მეორე ტურში თსუ-მ კვიპროსულ „კერავნოსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 63:60 აჯობა.
ეს სტუდენტების პირველი გამარჯვებაა. ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა გერმანულ „გოტინგენთან“ (81:86) წაგების შემდეგ ხასიათი გამოიკეთა. არადა, მატჩის დასაწყისი საამისოს არ მოასწავებდა. კვიპროსული გუნდი თავიდანცე 11:1 დაწუნაურდა და მას შემდეგ შესვენებამდე მუდმივად აკონტროლებდა ანგარიშს. ტაიმი კი, სულაც 38:26 მოიგო.
თსუ-მ შესვენების შემდეგ მოუმატა, დაცვაში კარგად ირჯებოდა და „კერავნოსს“ მხოლოდ 7 ქულა ჩააგდებინა, თავად კი 17 მიითვალა და ბოლო მეოთხედის წინ მხოლოდ 2 ქულას აგებდა. თსუ წინ მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე გავიდა და ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.
კახა ჯინჭარაძეს ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა – 22 ქულა და 9 მოხსნა; ალექსანდრე ფევაძე მხოლოდ 7 ქულა ჰქონდა, მაგრამ ბურთი ფარზე 15-ჯერ მოხსნა.
თსუ-ს ორი ტურის შემდეგ ერთი მოგება და აქვს და ჯერ ცხრილში ბოლომდე არაფერი ცნობილი. სტუდენტები მომდევნო მატჩს 2 ნოემბერს, იტალიაში, „ვარეზესთან“ ითამაშებს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
