„ნიუკასლი“ აპირებს უჩივლოს „მილანს“ იტალიელი ნახევარმცველის, სანდრო ტონალის მიერ მატჩებზე უკანონო ფსონების დადების მიზეზით მოსალოდნელი დისკვალიფიკაციის გამო.
ტონალის ბრალი თავისი შინაარსით თითქმის გარკვეულია. თუმცა, სამშაბათს გადაწყვეტილება გარკვეულწილად შენელდა „ნიუკასლის“ მხრიდან, საქმისადმი შეურიგებელი დამოკიდებულების გამო: ბრიტანელები დაემუქრნენ „მილანს“ რამდენიმე მილიონევროიანი საჩივრით, როდესაც იტალიის ნაკრების ფეხბურთელის დისკვალიფიკაცია ძალაში შევა.
გარდა ამისა, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა უქმობის პერიოდში არ გადაუხდის ფეხბურთელს ხელფასს, რაც სეზონში დაახლოებით 8 მილიონი ევროა.
შეგახსენებთ, რომ წინა ზაფხულს „ნიუკასლმა“ ტონალი „მილანიდან“ 70 მილიონ ევროდ შეიძინა.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
