Jude Bellingham of Real Madrid controls the ball whilst under pressure from Eljif Elmas of Napoli during the UEFA Champions League match between SSC...ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა „ნაპოლისა” და „რეალს” შორის სტუმრებმა 3:2 მოიგეს. მადრიდელთა სამი გოლიდან ორიში მონაწილეობა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელმა, 20 წლის ინგლისელმა ჯუდ ბელინგემმა მიიღო. მან ვინისიუსს საგოლე პასი მიაწოდა, თავად კი დრიბლინგით გაიტანა გოლი, რომელმაც შედარებების მოყვარულთ დიეგო მარადონას 1986 წლის შედევრი მოაგონა.

„ასეთი შედარება გადაჭარბებულია, — თქვა ნახევარმცველმა, — რაც მე დოკუმენტურ ფილმებსა და YouTube-ში მინახავს, მარადონას ოსტატობა ჩემსას მეტად თუ ნაკლებას აღემატებოდა. ერთადერთი იმას ვცდილობ, რომ ჯუდის გზით ვიარო”.

შეხვედრის დამთავრების შემდეგ „რეალის” მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ბელინგემზე თქვა: „ყველაზე გასაოცარია, რომ ის მხოლოდ 20 წლის არის, ხასიათი კი ისეთი აქვს, რომ 30 წლისა გეგონება. ჯუდი ყოველთვის მობილიზებულია და იცის რა გააკეთოს. მას აქვს ოსტატობა და ძალ-ღონე.  რასაკვირველია, ასეთ ახალგაზრდულ ასაკში ფეხბურთელის ასეთი თამაში ყველასთვის გასაკვირია”.

ნეაპოლში გამარჯვების შემდეგ თავად ბელინგემმა ბრაზილიელი თანაგუნდელისთვის, ვინისიუსისთვის არ დაიშურა კომპლიმენტები: „ჩემთვის ის შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მათ შორის, ვის მხარდამხარაც მითამაშია, ვინისიუსი უნიჭიერესთაგანია”.

და ბოლოს: „საკუთარი თავისა მწამს, მაგრამ ესპანური კარიერის დასაწყისი ასეთი კარგი თუ გამოვიდოდა, რას წარმოვიდგენდი. ხელმძღვანელობისა და თანაგუნდელების წინაშე ვალში ვარ”, — თქვა „დორტმუნდის” ყოფილმა ფეხბურთელმა.