დღეს ნეაპოლში, „დიეგო მარადონას” სახელობის სტადიონზე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში „ნაპოლი” „რეალს” მასპინძლობს. კარლო ანჩელოტის გუნდმა წესის თანახმად „მარადონაზე” ივარჯიშა. ვარჯიშის მსვლელობისას ყურადღება მიიპყრო „თეთრების” ცნობილმა მცველმა დანი კარვახალმა, რომელმაც მოედანი გაღიზიანებულმა დატოვა. როგორც ჩანს, მას რაღაც ეტკინა აქვს. ნეაპოლური პორტალები წერენ, რომ სავარაუდოდ სერიოზული არაფერია, მაგრამ თუ კარვახალი დღეს თამაშს ვერ მოახერხებს, ეს მადრიდელთა გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნება.