„ვალენსიას” მწვრთნელი რუბენ ბარახა მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე თავის მართლებას არ შეუდგა და სევილიაში, „ბენიტო ვილიამარინზე”, „ბეტისთან” 0:3 დამარცხებისთვის თავისი ფეხბურთელები გააკრიტიკა. მან თქვა, რომ მოთამაშეებს ბრძოლის ჟინი და კონცენტრაცია აკლდათ. მწვრთნელმა ხაზი გაუსვა, რომ სამიდან ორი გოლი სტანდარტული მდგომარეობების შემდეგ გავიდა, რაც მისი აზრით დაუშვებელია, რადგან მისი რამდენიმე ფეხბურთელი 185 სანტიმეტრზე მაღალია…
— რასაკვირველია, თავი ბევრი რამით შეგვიძლია ვიმართლოთ. მაგალითად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფეხბურთელები გვაკლდა, არ გვყავდა განაპირა მცველები და სხვა, მაგრამ სინამდვილეში მოხდა ის, რომ სათანადო დონეზე არ ვიყავით. როდესაც გუნდი არ არის ერთსულოვანი, აგებს ორთაბრძოლებს, ვერ თამაშობს პრესინგს და კიდევ, მეტოქეს ორი გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გააქვს, იქ წინააღმდეგობის გაწევაზე ლაპარაკიც ზედმეტია. შემადგენლობის მიუხედავად მოედანზე ან 200 პროცენტი უნდა დავდოთ, ან დღევანდელივით შანსი არ გექნება.
— სტანდარტულებში გუნდი ნელ-ნელა შარშანდელ ვერსიას ემსგავსება.
— ჩვენი რამდენიმე მცველი 185 სანტიმეტრზე მაღალია. ასე რომ გოლებზე ასე გეტყვით: ეს იყო დაცვაში ცუდი თამაშის ორი ეპიზოდი. სტანდარტულებზე ბევრი ვიმუშავეთ და სიმაღლეც ჩვენს მხარეს იყოს. გამოდის, რომ პრობლემა გვქონდა კონცენტრაციაში. „ბეტისმა” ბურთის თამაშში გვაჯობა, ეს უნდა ვაღიაროთ, მაგრამ სტანდარტული? ამ კომპონენტში მეტოქემ კი არ გვაჯობა, არამედ ჩვენ თვითონ გვქონდა ხარვეზი. ვიმეორებ, თავს ვერაფრით გავიმართლებთ.
გიორგი მამარდაშვილმა ისკოს ერთი ჩინებული დარტყმული მოიგერია, მაგრამ სხვა ეპიზოდებში ვერაფერს გახდა. მეკარეს, რომელმაც თუნდაც თანაგუნდელების მიზეზით სამი გოლი გაუშვა სტატისტიკაზე დაფუძნებული საიტები მაღალ შეფასებას ვერ დაუწერდნენ. whoscored.com-ის ვერსიით მან 6,3 ქულა მიიღო, რაც მის გუნდში პეპელუს 6,4-ის შემდეგ მეორე შედეგი იყო, ხოლო flashscore.com-ის ვერსიით მისი თამაში 6,4 ქულით შეფასდა და ამ სატისი დათვლითაც მას მხოლოდ პეპელუმ (6,7) გაუსწრო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები07/08/2026 | 08:46მაგნეს აკლიუში პსჟ-შია!
მთავარი ამბავი07/08/2026 | 07:43ვინისიუსის და დიომანდეს საქმეები მოგვარდა.
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
მთავარი ამბავი06/08/2026 | 08:08ლუის ენრიკე მაინც კმაყოფილი დარჩა
