Chelsea transfer target Lukaku set for Inter Milan talks todayიტალიური „ინტერის“ გენერალურმა დირექტორმა, ბეპე მაროტამ, ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბი არ გეგმავს თავისუფალი აგენტების გაფორმებას ტრავმირებული თავდამსხმელის მარკო არნაუტოვიჩის ნაცვლად. შეეცდება გაახანგრძლივოს კონტრაქტი მცველ ფედერიკო დიმარკოსთან და გუნდის ხელმძღვანელობა იმედგაცრუებულია თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუთი.

არნაუტოვიჩის შესაცვლელად თავისუფალ აგენტს არ დავიმატებთ. მალე შევხვდებით დიმარკოს კონტრაქტის გასაახლებლად. ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ ლუკაკუთი, მაგრამ წინ მივდივართ.“

მანამდე გუნდის მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ, ასევე განაცხადა, რომ მარკოს ტრავმის გამო თავისუფალი აგენტების შეძენას არ აპირებენ, რადგან ჰენრიხ მხითარიანი და დევი კლასენი ჰყავთ.

„ინტერმა“ ლუკაკუ 2019 წლის ზაფხულში „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ იყიდა და 2021 წლის ზაფხულში „ჩელსის“ მიჰყიდა, სადაც თავდამსხმელის თამაში არ წაუვიდა. რომელუ მალევე დაბრუნდა მილანურ კლუბში იჯარით და ამ ზაფხულს კლუბთან სრულფასოვანი კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა, მაგრამ ბელგიელს „იუვენტუსში“ გადასვლა სურდა, რამაც ხელმძღვანელობა და შავ-ლურჯების გულშემატკივრები გაანაწყენა. საბოლოოდ რომელუ ლუკაკუ მოურინიუს „რომას“ დარჩა