ფლიკი გაუშვეს

Home სიახლეები ფლიკი გაუშვეს
ფლიკი გაუშვეს

No description available.

გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან ჰანსი ფლიკი დაითხოვა.

შეგახსენებთ, რომ 9 სექტემბერს, გერმანიის ნაკრები საკუთარ მოედანზე იაპონიასთან 1:4 დამარცხდა. ბოლო პერდიოდში კი ფლიკის ხელმძღვანელობით „ბუნდესგუნდს“ კატასტროფული შედეგები ჰქონდა – ბოლო 5 თამაშიდან 4 წაგება და 1 ფრე. გერმანელებმა ბოლოს 2023 წლის 25 მარტს პერუს ნაკრებს მოუგეს ამხანაგური.

გერმანიის საფეხბურთო კავშირის გადაწყვეტილებით, უახლოეს ამხანაგურ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრებთან, რომელსაც გერმანელები 12 სექტემბერს გამართავენ, ნაკრებს სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი უხელმძღვანელებს. ახალი მწვრთნელის ვინაობა კი უახლოეს მომავალში გაირკვევა.