დე ლა ფუენტე: დიდ ბრძოლას ველით…

Home დავთარი დე ლა ფუენტე: დიდ ბრძოლას ველით…
დე ლა ფუენტე: დიდ ბრძოლას ველით…

საქართველოს ნაკრების მსგავსად, „დინამოზე“ ესპანეთის ნაკრებმაც ივარჯიშა, მათი მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე კი ვარჯიშამდე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

  • No description available.იოლ თამაშს ნამდვილად არ ველით. საქართველოს ნაკრებში კარგი თაობაა, ქართველი ფეხბურთელები ბოლო დროს ევროპის ძლიერ კლუბებში თამაშობენ. თუმცა, გვჯერა, რომ ამ მატჩში სასურველ შედეგს მაინც მივაღწევთ.
  • კვარაცხელიას დონის მოთამაშე ნებისმიერი გუნდისთვის მნიშვნელოვანია. ვილი სანიოლმა კარგად ორგანიზებული ნაკრები ჩამოაყალიბა.
  • ჩვენ ყოველთვის კონკრეტულ თამაშზე ვართ კონცენტრირებულები. ამიტომ საქართველოს ნაკრენთან ხვალინდელი შეხვედრა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და სერიოზულად ვემზადებით. ხვალ დიდ წინააღმდეგობას ველით, მაგრამ ჩვენი სურვილია, საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ და მიზანს მივაღწიოთ.
  • ჩვენი მთავარი მიზანი საქართველოს ნაკრებთან კარგად თამაშია. აღფრთოვანებული ვარ ჩემი მოთამაშეების საქმისადმი დამოკიდებულებით და მჯერა, თბილისში ისინი თავს საუკეთესო კუთხით გამოავლენენ.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.