დონეცკის „შახტარმა“ ირაკლი აზაროვის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა, კლუბის ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების 21 წლის მარცხენა მცველმა კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და „შახტარში“ 2028 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
აზაროვმა კარიერა თბილისის „დინამოს“ აკადემიაში დაიწყო. „დინამოს“ მთავარ გუნდში დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა, სადაც 14 მატჩი ჩაატარა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
2021 წლიდან აზაროვი ბათუმის „დინამოში“ გადავიდა, 65 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი შეასრულა.
ბათუმის „დინამოში“ საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, 2022 წელს, ფეხურთელი სერბეთში წავიდა და „ცრვენა ზვეზდაში“ ჩაირიცხა, სადაც 26 შეხვედრა ჩაატარა, 3 საგოლე პასი შეასრულა და სერბეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.
აზაროვმა საქართველო 21-წლამდელათა ნაკრებში 38 მატჩი ჩაატარა, ითამაშა 2023 წელს საქართველოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე. 2021 წელს დებიუტი ჰქონდა ეროვნულ ნაკრებში, რომლის შემადგენლობაშიც 12 მატჩი აქვს ჩატარებული.
შეგახსენებთ, რომ დონეცკის „შსახტარში“ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
