Renato Sanches, Nuno Mendes back training on Tuesdayპსჟ-ის პორტუგალიელმა ნახევარმცველმა, რენატუ სანშეშმა, „რომასთან“ საიჯარო კონტრაქტი გააფორმა. გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, იტალიურ კლუბს სეზონის ბოლოს მისი სავალდებულო გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ დიდ კლუბში გადავედი. პროექტმა მომხიბლა, ვფიქრობ, „რომაში“ თამაში ჩემთვის იდეალური არჩევანია.

ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია გულშემატკივრების მხარდაჭერა იგრძნოს.  მათგან ეს პირველ დღესვე მივიღე, მივხვდი, რომ ეს ბიჭები შეყვარებულები არიან გუნდზე. ამიტომ, ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო „რომასთვის“ და გუნდთან ერთად გავიმარჯვო,“ – ამბობს პორტუგალიელი ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 აგვისტოს, „რომამ“ პსჟ-ის კიდევ ერთ ნახევარმცველთან, არგენტინელ ლეანდრო პარედესთან გააფორმა კონტრაქტი.