„ნაპოლის“ ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი შეიძლება კიდევ ერთი ჯილდოთი გამდიდრდეს. მოგეხსენებათ, მან გასულ სეზონში გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, პირადად კი სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირისა და თავდამსხმელისთვის განკუთვნილი პრიზები მიიღო. და აი, ნეაპოლელთა კერპი საფეხბურთო საზოგადოება 433-ის მიერ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულზეა წარდგენილი.
მას შვიდი კონკურენტი ჰყავს: „ტოტენჰემის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი, „ჩელსის“ ენცო ფერნანდესი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბრუნო ფერნანდესი, „არსენალის“ მარტინ ოდეგორი და ბაკაიო საკა, აწ უკვე „ბარსელონას“ ილქაი გუინდოგანი და „მანჩესტერ სიტის“ ხულიან ალვარესი.
კონკურენცია დიდიდა, მაგრამ თავისთავად ამ სიაში მოხვედრა napolipiu-ს აზრით უკვე დიდი წარმატებაა.
გასულ სეზონში ნაჩვენები დიდებული ფეხბურთის წყალობით, ნიგერიელი თავდამსხმელი რამდენიმე წამყვანი ევროპული კლუბის ყურადღების ცენტში მოექცა. დაირხა ხმები, რომ ის „ნაპოლიდან“ წასვლას აპირებს, თუმცა „პარტენოპეელთა“ მეპატრონე აურელიო დე ლაურენტისი ცდას არ აკლებს, რომ ფორვარდი გუნდში დატოვოს. სავარაუდოდ, გაფორმდება კონტრაქტი, რომლის თანახმადაც ოსიმენი „ნაპოლის“ ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
433-ის გამოკითხვაში მონაწილეობას გულშემატკივრები იღებენ. გამოკითხვა ონლაინ ტარდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/07/2026 | 08:27არსენალს ვინისიუსი მონდომებია
მთავარი ამბავი27/07/2026 | 07:13რატომ თქვა პსჟ-მ დიომანდეს ყიდვაზე უარი?
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
