21 წლის ფრანგმა მოცურავემ, ლეონ მარშანმა ამერიკელი მაიკლ ფელპსის 2008 წელს დამყარებული რეკორდი დაამხო…
400 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში ფელპსმა რეკორდი (4.03.84) 2008 წელს, პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე დაამყარა. მას შემდეგ, ეს შედეგი ხელუხლებელი იყო. თუმცა, 23-გზის ოლიმპიური ჩემპიონისა და 26 გზის მსოფლიოს ჩემპიონის მიღწევა 2023 წელს გააუმჯობესეს.
მარშანმა რეკორდი იაპონიაში მიმდინარე საწყლოსნო სახეობების მსოფლიო ჩემპიონატზე დაამყარა. ფინალურ გაცურვაში ფრანგის შედეგი 4.02.50 აღმოჩნდა და, ამიერიდან, სპორტსმენებს ათვლის წერტილად ეს დრო ექნებათ.
ლეგენდარულმა სპორტსმენმა ოქროს მედალი ახალ რეკორდსმენს თავად დაჰკიდა…


ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
