ჯერ არავინ იცის დარჩება გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში” თუ „ბაიერნში” გადავა, ის კი გამოიკვეთა, რომ „ღამურებს” ვეტერანი თავდამსხმელი, 36 წლის ურუგვაელი ედინსონ კავანი დააემშვიდობება. რა უნდა იყოს ამის უკეთესი დასტური, ვიდრე ის, რომ მწვრთნელმა რუბენ ბარახამ კავანი „ნოტინგემ ფორესტთან” პირველ ამხანაგურ შეხვედრაში არ ათამაშა და დღეს სკოლვაკეთსა და შვეიცარიაში დანიშნულ შეკრებაზე არ წაიყვანა.
ვეტერანის აგენტები კლუბთან იურიდიულ საკითხზე მუშაობენ — გადასაწყვეტია რა უნდა მოუხერხონ კონტრაქტს, რომლის თანახმადაც კავანი ვალდებულია „მესტალიაზე” 2024 წლის 30 ივნისამდე დარჩეს. მოსაფიქრებელია ფორმულა, რომლის თანახმადაც ორივე მხარე ეკონომიკურად კმაყოფილი დარჩება. კლუბი ხვდება, რომ ბევრი საკითხის გადაწყვეტა თავდამსხმელის ხელშია.
საინტერესოა, რომ კავანიმ გუშინწინ საღამოს გუნდთან ერთად ივარჯიშა, გუშინ დილით კი ბაზაზე აღარ გამოჩენილა. „ვალენსიას” შეფებმა ოფიციალურად ყველაფერი კუჭის აშლას დააბრალეს. მაგრამ, გავიდა რამდენიმე საათი და ფეხბურთელის ძმამ სოციალურ ქსელში დაპოსტა ფოტომონტაჟი, სადაც კავანის „ბოკა ხუნიორსის” მაისურა აცვია. ცნობილია, რომ არგენტინული კლუბი ურუგვაელის ჩასვლას მიესალმება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
