კვირას, 9 ივლისს, ქართველთათვის უკვე კარგად ნაცნობ სტელენბოსის „დენი ქრეივენზე“ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები „მსოფლიო რაგბის“ U20-ის ჩემპიონატის მე-5 ადგილისთვის ნახევარფინალში უელსის U20-ს დაუპირისპირდება.

ეს იქნება ამ გუნდების მეოთხე მატჩი მიმდინარე ტურნირზე. წანი სამი მატჩიდან საქართველომ ორი მოიგო – არგენტინასთან და იტალიასთან, სამხრეთ აფრიკასთან კი დამარცხდა, ხოლო უელსელმა ახალგაზრდებმა მხოლოდ იაპონია დაამარცხეს, რომელიც ტურნირის აშკარა აუტსაიდერია და ალბათ ისევ ალაფამდე დაქვეითდება, ორი სხვა მატჩი კი ბრიტანელებმა დათმეს – ახალზელანდიელებთან და ფრანგებთან

No description available.რაც შეეხება უშუალო შეხვედრებს, ასეთი ორი იყო. 2016 წელს, ქართველთათვის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე მათ უდიდესი ბრძოლა გაუმართეს ამ დონეზე უკვე ჭიპმოჭრილ უელსელებს და კინკილა ქულით ჩამორჩნენ – 9:10.

მეორე დაპირისპირება კი ზუსტად ერთი წლის წინ შემდგა – „ექვსი ერის“ გაფართოებულ ტურნირზე. იქ ჩვენმა ბიჭებმა პირველი ტაიმი 21:13 მოიგეს, მაგრამ საბოლოოდ ფეხმრდ უელსელებს ვერ გაუძლეს და 24:30 დამარცხდნენ.

ჰოდა, დღეს აშკარად ჩანს, რომ ჩვენი 20-წლამდელები სხვა ხარისხობრივ დონეზე გავიდნენ. ჩვენი გუნდის უდიდეს პროგრსზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ „2016+“-ში საქართველოს 20-წლამდელების მოგებაზე ბუკმეიკერთა მიერ კოეფიციენტად დაწესებული იყო 29,0, შარშან ეს რიცხვი შეუდარებლად მოკრძალებული გახლდათ – დაახლოებით 7,0. აი, კვირის მატჩზე კი ლადო კილასონიას ოქროს ბიჭები უკვე ფავორიტის რანგში გავლენ – საქართველოს მოგებაზე კოეფიციენტია 1,45!

აი, ესაა წინსვლა! გუნდი სრულ მზადყოფნაშია. მთავარია, საკუთარი თამაში ითამაშოს და ბრიტანელების კონტრიერიშები აკონტროლოს, თორემ უელსი კი არა, აგერ, ამ ასაკში ბევრად ძლიერი არგენტინა და იტალიაც წაუქცევიათ.

თამაში თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება, ქვემოთ კი სამატჩო განაცხადს გთავაზობთ:

  1. სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე), 2. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი ნიკოლაძე (აია), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 8. ლაშა ციხისთავი (კაპიტანი, ბაიონი), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ორიაკი), 11. ლუკა ხორბალაძე (ლიონი), 12. ნიკოლა რაგოევი (ნევერი), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 14. შალვა აფციაური (ლელო), 15. ლუკა ცირეკიძე (ლელო).

მარქაფა: 16. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. დავით მჭედლიძე (ტულონი), 19. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 20. დავით ბერიძე (ლელო), 21. დავით ხუროშვილი (ლელო), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. ლუკა კობაური (პერპინიანი).