ჯიუნტოლი: მე ის ბავშვი ვარ, რომელიც იუვენტუსის თამაშის სანახავად 8 საათი მატარებლით მგზავრობდა

Home დავთარი ჯიუნტოლი: მე ის ბავშვი ვარ, რომელიც იუვენტუსის თამაშის სანახავად 8 საათი მატარებლით მგზავრობდა
ჯიუნტოლი: მე ის ბავშვი ვარ, რომელიც იუვენტუსის თამაშის სანახავად 8 საათი მატარებლით მგზავრობდა

The story of Cristiano Giuntoli - Juventus„ნაპოლის” ყოფილი სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯიუნტოლი „იუვენტუსში” მივიდა და „ბებერი ქალბატონის” სატელევიზიო არხს პირველი ტურინული ინტერვიუც მისცა.

– როგორია თქვენი პირველი განცდა „იუვენტუსის” მენეჯერის რანგში?

—  წარმოუდგენელი. ენით აუწერელი. მე ის ბავშვი ვარ, რომელიც პრატოდან მატარებლით 8 საათი ვმგზავრობდი რათა „იუვენტუსის” თამაშს დავსწრებოდი. ამიტომაც აქ ყოფნა დიდი ბედნიერება და წარმოუდგენელი ემოციაა.

— ვინ გახსენდებათ დღეს, თქვენი ცხოვრების პირველ შავ-თეთრ წუთებში?

— მამა, „იუვენტუსის” დიდი გულშემატკივარი. მან ბავშვობიდან მაზიარა „იუვეს” სულს. ამის გამო მე მუდამ მისი მადლობელი ვიქნები, თუმცა გულში გარკვეული მელანქოლიაც მიტრიალებს.

— ზედსართავი სახელი, რომელსაც „იუვენტუსს” წაუმძღვარებდით.

— მომხიბვლელი… ამბიციური…

— ზედსართავი სახელი ჯიუნტოლისთვის…

— საკუთარ თავზე ლაპარაკი ძნელია. მე ყოველთვის სხვებზე მეტი მუშაობა მიწევდა. უკეთ გამომდის თუ არა ამას დრო გვაჩვენებს. ერთი ვიცი, რომ ნამდვილად მუხლჩაუხრელი მუშაკი ვიქნები.

— რას ითხოვს „იუვენტუსი” თავისი პერსონალისგან?

— ჩვენ ყველამ უნდა უკუვაგდოთ ეგო და ვიაზროვნოთ როგორც ერთმა ორგანიზმმა. მე მინდა ბევრ გონებას ერთი გული ჰქონდეს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.