ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი” სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან ახალ კონტრაქტს ანუ, როგორც calcionapoli1926 წერს კვარა სულ უფრო და უფრო ლურჯდება. გუშინდელი ინფორმაციით კლუბის მეპატრონემ აურელიო დე ლაურენტისმა ქართველ გარემარბს 2028 წლამდე წელიწადში 3 მილიონი ევრო შესთავაზა. ხვიჩას ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით SportMediaset ასე წერს:

„თბილისელი ტალანტის შესანარჩუნებლად „ნაპოლიმ” გადაწყვიტა მისი თხოვნა დააკმაყოფილოს. ფეხბურთელი თავისი აგენტის პირით პირობების გაუმჯობესებას ითხოვდა. დე ლაურენტისი ქართველის ეკონომიკურ სურვილებს გაგებით შეხვდა და ხელფასი წელიწადში 3 მილიონამდე გაუზარდა, რის შედეგადაც ის ჯამაგირის მიხედვით თანაგუნდელებს შორის მეოთხეა. მასზე მეტ გასამრჯელოს მიიღებენ ვიქტორ ოსიმენი (4.5 მილიონი ევრო), ირვინგ ლოსანო (4.5) და პიოტრ ჟელინსკი (3.5).

Billy Gilmour, Ryan Porteous and Aaron Hickey of Scotland close on Khvicha Kvaratskhelia of Georgia during the UEFA EURO 2024 qualifying round group...