ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ საკუთარ სოციალურ ქსელში პოსტი გიორგი მიქაუტაძემაც გამოაქვეყნა, საფრანგეთის ლიგა 2-ის ბომბარდირმა და სეზონის საუკეთესო მოთამაშემ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე თამაშისგან თავი შემიკავა:

“ბევრი გულშემატკივარი ელოდება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს, რომელიც საქართველოში გაიმართება. ძალიან გამიხარდა, როცა ჩემი სახელი გაფართოებულ შემადგენლობაში ვნახე, ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს.

რთული საფეხბურთო სეზონის შემდეგ, მინდა გუშემატკივარმა იცოდეს, რომ ახლა სრულად მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ვფიქრობ და ასეთი დატვირთული რეჟიმის გამო, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაში ძალიან რთული იქნება. წარმატებები საქართველოს! დარწმუნებული ვარ, ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ საუკეთესო შედეგისთვის, მათ ამის კარგი გამოცდილება აქვთ”, – წერს მიქაუტაძე.