Head Coach Paulo Sousa of US Salernitana gestures during the Serie A match between SSC Napoli and Salernitana at Stadio Diego Armando Maradona on...„ნაპოლის” მწვრთნელობის ახალი კანდიდატი პაულო სოუზაა. როგორც ნეაპოლური საიტები წერენ, დიდი შანსია „პარტენოპეელებს” „სალერნიტანას” თავკაცი ჩაუდგეს სათავეში. ეს ინფორმაცია „სქაი სპორტის” ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა.

როგორც ცნობილია, „ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი პირადად მუშაობს ლუჩანო სპალეტის შემცვლელის პოვნაზე. ის პირადად შეხვედრია 52 წლის პორტუგალიელს, რომლისთვისაც თავისი პირობები და მოთხვნები გაუცნია, ახლა კი პასუხს ელის.

იმ შემთხვევაში, თუ სოუზა ნეაპოლში გადასვლაზე დათანხმდება, დე ლაურენტისს სალერნოელებისთვის საკომპენსაციო თანხის, მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ამბობენ, რომ ამ საქმეს მოევლება, რადგან „ნაპოლის” მეპატრონე „სალერნიტანას” აღმასრულებელ დირექტორთან დანილო ლერვოლინოსთან (იტალიაში პირველი ონლაინ უნივერსიტეტის UniPegaso-ს დამფუძნებელი) შესანიშნავ ურთიერთობაშია.

„დორტმუნდში”, „ინტერში”, „პარმაში”, „პანათინაიკოსში” და „ესპანიოლში”. მან პორტუგალიის ნაკრებში 51 შეხვედრა ჩაატარა. სოუზა ფეხბურთელობის წლებში თამაშობდა „ბენფიკაში”, „სპორტინგში”, „იუვენტუსში”.

ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ სოუზამ მწვრთნელობას მიჰყო ხელი. მუშაობდა პორტუგალიის 16 წლამდელთა ნაკრებში, „ქუინზ პარკ რეინჯერსში”, „სუონსი სიტიში”, „ლესტერ სიტიში”, „ვიდეოტონში”, თელავივის „მაკაბიში”, „ბაზელში”, „ფიორენტინაში”, ჩინეთის „ტანჯინ ტიანჰაიში”, „ბორდოში”, „პოლონეთის ნაკრებში, რიო დე ჟანეიროს „ფლამენგოში” და „სალერნიტანაში”.