No description available.მიუნხენის „ბაიერნმა“ ახალი სეზონისთვის პირველი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა – მომავალ სეზონში გუნდის ღირსებას კონრად ლაიმერი დაიცავს.

26 წლის ავსტრიელი ნახევარმცველი მიუნხენელებს „ლაიფციგიდან“ უფასოდ შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ლაიმერმა კარიერა ავსტრიაში, „ლიფერინგში“ დაიწყო, საიდანაც „ზალცბურგში“ გადავიდა, ხოლო 2017 წლიდან „ლაიფციგის“ ფეხბურთელი გახდა, რომლის რიგებში 190 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა. ლაიმერმა 26-ჯერ მოირგო ავსტრიის ნაკრების ფორმა და მის შემადგენლობაში ორი გოლი გაიტანა.

“ოცნება ამიხდა, „ბაიერნი“ ერთ-ერთი უდიდესი კლუბია მსოფლიოში. ყველაფერს გავიღებ წარმატებისთვის და ფანების გახარებისთვის. „ბაიერნს“ ყოველთვის ამბიციური მიზნები აქვს, ვფიქრობ, სწორ ადგილას მოვხდი, ერთი სული მაქვს ვითამაშო”, – განაცხადა ლაიმერმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

ლაიმერის შემდეგ „ბაიერნი“ კიდევ ერთ ტრანსფერთან არის ძალიან ახლოს – 30 ივნისს „დორტმუნდთან“ კონტრაქტი უმთავრდება რაფაელ გერეიროს და დიდი ალბათობით, მიუნხენელბი მასაც უფასოდ დაიმატებენ.