ქარიმ ბენზემა კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. ქვეყნის ჩემპიონმა „ალ იტიჰადმა“ ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა – „ბენზემა ჩვენთანაა, კეთილი იყოს შენი მობრძანება „იტიჰადში“ – მოკლედ გამოეხმაურა ტრანსფერს არაბული კლუბი.

ფრანგმა ბომბარდირმა კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოს ბენზემამ მადრიდის „რეალიდან“ წასვლის შესახებ გამოაცხადა. „სამეფო კლუბში“ გატარებული 14 სეზონის განმავლობაში მან 647 თამაშში 353 გოლი გაიტანა.

No description available.