კვარას დეტალები შეუთანხმებია

Home კატეგორიის გარეშე კვარას დეტალები შეუთანხმებია
კვარას დეტალები შეუთანხმებია

Calciomercato.com-ის ინფორმაციით გუშინ, ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის” შორის ურთიერთობა გაირკვა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის ყველა დეტალი შეათანხმეს.

ქართველი გარემარბი ახლანდელ კონტრაქტს, რომელსაც ვადა 2027 წლის ზაფხულში ეწურება, კიდევ ერთი წლით ანუ 2028-მდე გაახანგრძლივებს და გასამრჯელოდ ორჯერ მეტი თანხა, წელიწადში 2,5 მილიონი ევრო დაენიშნება. ამრიგად, პორტალის ცნობით, ახლა უკვე დაბეჯითებით შეიძლება თქმა, რომ 77 ნომერი ნეაპოლში რჩება.

Andre Zambo Anguissa of SSC Napoli celebrates with Khvicha Kvaratskhelia after scoring the goal of 1-0 during the Serie A football match between SSC...

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.