იტალიაში ჩემპიონები ხდებიან და მიდიან

Home კატეგორიის გარეშე იტალიაში ჩემპიონები ხდებიან და მიდიან
იტალიაში ჩემპიონები ხდებიან და მიდიან

Coach Luciano Spalletti reacts during the Serie A match between Bologna FC and SSC Napoli at Stadio Renato Dall'Ara on May 28, 2023 in Bologna, Italy.ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლი” ჩემპიონი გახადა და მიდის. ასეთი რამ — ჩემპიონი მწვრთნელის გუნდიდან წასვლა — იტალიაში პირველად არ ხდება. „ილ მატინო” წერს, რომ ეს მეჩვიდმეტე შემთხვევაა და დასძენს, მსგავსი რამ მარტო ადრეულ ეპოქაში კი არა, ბოლო ოცი წლის განმავლობაშიც ბევრჯერ მომხდარაო.

ნეაპოლური დილის გაზეთი იხსენებს ფაბიო კაპელოს, რომელმაც 1996 წელს „მილანს” სკუდეტო მოაგებინა და დატოვა. ამ ამბიდან 12 წლის შემდეგ, იტალიის ნაკრების დღევანდელი თავკაცი რობერტო მანჩინი „ინტერს” დაშორდა ჩემპიონის რანგში.

მას მერე, სპალეტიმდე, ხუთჯერ განმეორდა იგივე: 2010-ში „მოურინიუ” წავიდა „ინტერიდან”; თან განა მარტო სკუდეტო მოაგებინა გუნდს, არამედ ეგრეთწოდებული ტრებლი — ჩემპიონობა, თასი და ჩემპიონთა ლიგა. ანტონიო კონტე 2014 წელს „იუვენტუსს” დაშორდა ჩემპიონის რანგში, ხოლო 2021 წელს „ინტერს”, რომელიც უკვე მესამედ ვახსენეთ. „ნაპოლის” ყოფილი მწვრთნელი მაურიციო სარი 2020 წელს „იუვეს” დაემშვიდობა, ხოლო ერთი წლით ადრე მასიმილიანო ალეგრი წავიდა ასევე უკვე სამჯერ ნახსენები „ბებერი ქალბატონიდან”.

წლეულს „ნაპოლიდან” სპალეტი მიდის. ერთი თამაშიღა დარჩა.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.