მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ტონი კროოსი „მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გუნდის დამარცხებას გამოეხმაურა. ქალაქელებმა მადრიდელებს ჯამში 5:1 მოუგეს.
„როდესაც მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტს ხელს აწერ, მწვრთნელი ხარ თუ ფეხბურთელი, უნდა გესმოდეს, რომ აქ მოლოდინი ყველაზე მაღალია. რამდენჯერმე მივაღწიეთ წარმატებას, მაგრამ ყოველწლიურად შეუძლებელია ჩემპიონთა ლიგის მოგება“, – უთხრა ტონი კროოსმა უეფას პრეს-სამსახურს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ სიტი“ 10 ივნისს სტამბოლში იტალიურ „ინტერს“ დაუპირისპირდება.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:28ქეცბამ მეორედ წააგო
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:12კუკურელია რეალში
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
სიახლეები27/05/2026 | 13:47შმეიხელი მხარმა გააჩერა
