სამგურალი – დინამო 2:1

მე-13 ტურში ერთი საინტერესო ამბავი მოხდა: დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში სატურნირო ცხრილს სათავეში „სამგურალი“ ჩაუდგა…

საქმე ის არის, რომ წყალტუბოელებმა „დინამოს“ მოუგეს (2:1) და ეს მატჩი ნახევარი საათით ადრე დაიწყო, ვიდრე სამტრედიაში, სადაც „ბათუმმაც“ ამავე ანგარიშით იმარჯვა მასპინძლებთან, მაგრამ ცოტა მოგვიანებით.

ახლა „ბათუმს“ და „სამგურალს“ 28-28 ქულა მოუგროვდათ და ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით ლიდერები ისევ ზღვისპირელები არიან.

„სამგურალმა“ მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა საკუთარ ქალაქში (მანამდე ზესტაფონში ასპარეზობდა) და მოგებაც დაიბედა, თანაც ვისთან, „დინამოსთან.“ ეგ არის, შედეგს ნამდვილად ვერ დავარქმევთ სენსაციურს. ბოლო დროს წყალტუბოელები მართლაც უხერხულ მეტოქეებად ექცნენ მოქმედ ჩემპიონებს.

შესაძლოა, შედეგზე იმანაც იმოქმედა, რომ დინამოელები მე-11 წუთიდან კაცნაკლულები დარჩნენ. მეკარე ლუკა კუტალაძეს საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშისთვის წითელი ბარათი უჩვენეს. მერე სტუმართა დამრიგებელი, გიორგი ჭიაბრიშვილიც დაითხოვეს სათადარიგო სკამიდან, რასაც მისი აღშფოთება მოჰყვა, მაგრამ ეს უკვე სხვა ამბავია.

„სამგურალმა“ ზედიზედ მე-7 მატჩი მოიგო, რაც საკლუბო რეკორდია. ეფექტური გამოდგა ნიკა ხორხელის პირველი გოლი, ლადო ჩიხრაძემ კი სეზონში მეხუთე ბურთი გაიტანა.

შეიძლება იყოს 4 ადამიანი, ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები and ტექსტი გამოსახულება
დინამოს დამარცხებით სამგურალის მწვრთნელმა გიორგი ჭელიძემ ფეხბურთელებთან ერთად გაიხარა

„ტორპედოდან“ მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი წავიდა და სანამ მის შემცვლელს მოძებნიან, გუნდი მინდორზე სპორტულმა დირექტორმა, ლაშა დვალიშვილმა გაიყვანა…

კლუბის ოფიციალურ განცხადებაში წერია:  „გაგრასთან” გამართულ შეხვედრაში, გუნდი თამაშზე უნდა გაეყვანა ფედერაციაში დარეგისტრირებულ და განაცხადში მყოფ კლუბის სრულუფლებიან წევრს. ამ ფაქტორის გათვალისწინებით გუნდის თამაშზე გაყვანა სპორტულ დირექტორს მოუწია, რამაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.“

„ტორპედოს“ ხელმძღვანელები ქუთათურ ქომაგებს შეპირდნენ, რომ ახალი დამრიგებლის ვინაობას სულ მალე შეატყობინებენ.

„გაგრა“ – „ტორპედო“ უგოლოდ დასრულდა. „დილამ“ და „საბურთალომ“ კი გოში ერთმანეთს თითო ბურთი გაუტანეს.

უგოლოდ დამთავრდა თამაში თელავში, სადაც „თელავი“ უშუალო კონკურენტ „შუქურას“ მასპინძლობდა. თელაველთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი მიქაძის რე-დებიუტი შედგა (კახურ კლუბს ის ადრეც წვრთნიდა).

დაბოლოს, მე-13 ტურში მიმდინარე სეზონში ყველაზე ნაკლები – 8 გოლი გავიდა.

დილა 1:1 საბურთალო

1:0 კოვტალიუკი (73), 1:1 გოშთელიანი (90+3)

გაგრა 0:0 ტორპედო

სამგურალი 2:1 დინამო

1:0 ნიკა ხორხელი (42), 1:1 იმრანი (57), 2:1 ჩიხრაძე (78)

გაძევება: კუტალაძე (11) – დინამო

სამტრედია 1:2 ბათუმი

0:1 მამუჩაშვილი (4), 1:1 აბულაძე (65), 1:2 კონატე (74)

თელავი 0:0 შუქურა

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362111483:4173
დინამო36218793:4968
ტორპედო361612855:3759
დილა361791056:3957
სამგურალი361691153:5154
საბურთალო361491358:4951
გაგრა361081847:6535
თელავი361071934:6237
სამტრედია36962150:6233
შუქურა36452738:11211

მეგოლეები: ჯოვინო ფლამარიონი (ბათუმი), ზორან მარუშიჩი (დინამო) – 7, ტიერი გეილი (დილა) – 6