ბელგიელი ფანები ზღვარს გადავიდნენ

Home კატეგორიის გარეშე ბელგიელი ფანები ზღვარს გადავიდნენ
ბელგიელი ფანები ზღვარს გადავიდნენ

Shock in Belgium, a fan attacks Alderweireld: "Your daughter..."„ანტვერპენის” მცველმა ტობი ალდერვეირელდმა „გენკთან” შეხვედრაში პენალტი გაიტანა და თავის გუნდს 2:1 მოაგებინა. შედეგად, ბელგიის იუპერლიგაში, ჩემპიონობისთვის მებრძოლ ჯგუფში, 2 ტურის შემდეგ სწორედ „ანტვერპენი” გალიდერდა. მას თითო ქულით ჩამორჩებიან „გენკი” და „როიალ უნიონი”, ხოლო „ბრიუგეს” დიდი იმედი აღარ უნდა ჰქონდეს — ის ლიდერს 12 ქულით ჩამორჩება.

„ტოტენჰემ ჰოთსფურის” ყოფილ მოთამაშეს, ალდერვეირელდს, გოლითა და გამარჯვებით გამოწვეული სიხარული ღელვით შეეცვალა. მან „გენკის” ფანებისგან მუქარის მესიჯები მიიღო:

„ამ კვირაში შენს ქალიშვილს ვეღარ ნახავ”; „მსაჯების დახმარების გარეშე არაფრის მოგება შეგიძლიათ”; „ბელგიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე საქმე შენ გაუფუჭე, შე დედა…ლო განავალო” და ასე შემდეგ.

ალდერვეირელდმა აგრესორებს სოციალური ქსელის საშუალებით პასუხი გასცა: „ყველაფერს აქვს საზღვარი. ბევრ რამეს ავიტან, მაგრამ ოჯახთან დაკავშირებული მუქარა მეტისმეტია. არ მესმის რატომ წერთ ასეთ რაღაცებს. მაინც რას ფიქრობთ, რას მიაღწევთ ამით?”

 

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.