ზედიზედ მეორედ…

Home კატეგორიის გარეშე ზედიზედ მეორედ…
ზედიზედ მეორედ…

ისევ წყვილად! ლიგა 2-ის ოფიციალურმა გვერდმა 33-ე ტურის სიმბოლურ ნაკრები შეადგინა, რომელშიც ორი ქართველი გიორგი მიქაუტაძე („მეცი“) და ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“) მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ეს ზედიზედ მეორე შემთხვევაა, როდესაც საფრანგეთის ლიგა 2-ში მოთამაშე ორივე ქართველი კვირის გუნდში მოხვდა.

მიქაუტაძემ „პარიზთან“ საშინაო შეხვედრაში პენალტი გამოიყენა და „მეცს“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა (1:1). დავითაშვილს „ვალანსიენთან“ სტუმრად მოგებულ (2:0) დაპირისპირებაში გოლით ან საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია, მაგრამ მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.

აქვე გეტყვით, რომ გიორგი მიქაუტაძე ტურის რჩეულთა შორის ამ სეზონში უკვე მესამედ მოხვდა.

No description available.

 

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.