„ნაპოლიმ” „სალერნიტანასთან” 1:1 ითამაშა და მართალია მდევარ „ლაციოსთან” სხვაობა კიდევ ერთი ქულით გაზარდა, მაგრამ მიუწვდომელი ჯერ ვერ გახდა. იტალიურმა და არა მარტო იტალიურმა გამოცემებმა შეხვედრის მონაწილე ფეხბურთელები მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია ტრადიციულად შეაფასეს. გთავაზობთ მათ დაწერილ ქულებსა და კომენტარებს.
ილ მატინო — 6
ის ცდილობდა და ცდილობდა. მართალია, ეს არ იყო მისი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი, მაგრამ კვარაცხელია გახლდათ ერთადერთი, ვინც მეტოქისკენ მიიწევდა. იყო ეპიზოდი, როდესაც, ლამაზი სერპანტინის შემდეგ მას მარცხენა ფეხით დარტყმის სიზუსტე არ ეყო. სხვა მომენტებში ოჩოა ყურადღებით იყო და მის დარტყმებს იგერიებდა.
calciomercato — 6
ორი მეურვე არ შორდებოდა. როდესაც პირველ აგრესიას თავს დააღწევდა, ჩნდებოდა განცდა, რომ რაღაცას შექმნიდა.
areanapoli — 6
თავდადებას ვერ უსაყვედურებდი, სულში კვლავ დემონი ეჯდა, მაგრამ სიზუსტის მცირე ნაკლებობამ და ოჩოას ჩინებულმა თამაშმა დაღი დაასვა. სულ რამდენიმე კვირის წინ ასეთ მომენტებს ხელიდან არ უშვებდა.
tuttonapoli — 6.5
სულ მოვლენათა ცენტრში იყო. მთელი შეტევის ფრონტზე მოქმედებდა. თანაგუნდელები მაქსიმალურად ტვირთავდნენ. მუდამ ორი მეურვე ედგა, ის კი არაფრისგან მომენტებს ქმნიდა.
ilnapolista — 6.5
თვით ჩე კვარაც ვერ შებოჭეს. მან უამრავჯერ სცადა ჩაეწოდებინა პასი თავისი საყვარელი მარცხენა ფრთიდან. ბალანსი საკმარისზე მეტი იყო: რამდენიმე დრიბლინგი გამოუვიდა, სამჯერ კარში დაარტყა, რამდენჯერმე საგოლე პასის ჩაწოდება სცადა (თუმც ყოველთვის ზუსტად არ გამოსდიოდა). ის აშკარად აღარ არის ისეთ, გასულ ოქროს თვეებში რომ იყო, მაგრამ მაინც ჰგავდა საკუთარ თავს.
calcionapoli1926 — 6.5
მან რომ გოლი ვერ გაიტანა, მხოლოდ ოჩოას დამსახურებაა. „ნაპოლის” ფეხბურთელთაგან ყველაზე სახიფათო იყო.
flashscore.com — 7.4; whoscored.com — 7.4.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/08/2026 | 09:34ინფანტინოს ბოდიში და მუქარა
მთავარი ამბავი06/08/2026 | 08:08ლუის ენრიკე მაინც კმაყოფილი დარჩა
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
